მცენარეული ნაკრებები და აქტიური ნივთიერებები
იცოდით, რომ სამკურნალო ბალახების ნაკრებში არაუმეტეს 5 მცენარის გამოყენება შეგიძლიათ? დიახ, მთელი ეს "საოცარი რეცეპტები" ინტერნეტიდან შეიცავს საფრთხეს თქვენი ჯანმრთელობისთვის. ზოგი ფიქრობს, რომ თუ კი მცენარეების გაჯანსაღებისთვის გამოყენების გამოცდილებას, ერთვის სიტყვა "ხალხური", ის აბსოლუტურად უსაფრთხოა. რატომღაც ხალხურ სიმღერას ყველა არ მღწრის და ითვალისწინებს ხმის, სმენის ან სხვა სიმღერისთვის საჭირო უნარების არსებობას. აი "ხალხურ მედიცინას", ანუ ადამიანის ჯანმრთელობას და მცენარეების ურთულესი შემადფენლობების უცოდინარად გამოყენებას ბევრი ადამიანი ცდილობს შესაბამისი უნარების გარეშე. მაშ, შევთანხმდეთ : სამკურნალო მცანარეების ნაკრები ეფექტური და უსაფრთხოა თუ კი მასში არ შედის 5 მცენარეზე მეტი. მაგრამ პროფესიონალი ეცდება ეს რაოდენობაც შეამციროს სამკურნალო ან გამაჯანსაღებელი ნაკრების შედგენისას. აუცილებლად გასათვალისწინებელია თუ რამდენად მცენარეების ქიმიური შემადგენლობა ერთმანეთს შეეფერება, რომელი ნივთიერება იხსნება წყალში, რომელი რომელს ეხმარება, თრგუნავს,...