სექტემბერზე , მზსუმზირაზე და ვინსენტზე
ერთხელ გაღიზიანებულმა ძმამ ჰკითხა ვინსენტ ვან გოგს თუ რატომ არ ცდილობს ის იშოვოს ფული იმ საქმით, რომელიც ასე კარგად ეხერხება . ვინსენტმა უპასუხა: "მე ყოველთვის ვაკეთებ იმას , რისი კეთება ჯერ არ ვიცი იმისათვის რომ ვისწავლო ის რაც არ ვიცი"
ღმერთებო , ზუსტად ეს მიზიდავს ვინსენტის ნახატებში - ის ყოველთვის დგავს ფეხს უცნობ და უცხო სიბნელეში რათა ცეცებით გამოიკვლიოს ის და იპოვოს ახალი სინათლე. ეს ძალიან ჰგავს უცნობ ტყეში სეირნობას და ძალიან მგავს მე , უფრო სწორედ ჩემს იმ ნაწილს , რომელიც ასევე აღიზიანებს ჩემს ახლობლებს , როგორც აღიზიანებდა ვინსენტის ძმას.
მე არ ვიცი ზუსტად თუ რაზე ან როგორ ფიქრობენ სხვა ადამიანები, მაგრამ იმ ამბიდან გამომდინარე, რომელიც შემთხვევით წავიკითხე ბავშვობაში, დავიმახსოვრე და ახლა მოვყევი, ზუსტად მესმის რა ფერს ეძებდა მთელი ცხოვრების განმავლობაში ვინსენტი მზესუმზირებში.
მითხარით ,რომ თქვენც ამჩნებთ ამას. მე ვგულისხმობ სინათლის ცვლილებას აგვისტოს ბოლოს. ხედავთ? შემოდგომის დადგომამდე მსის სინათლე იცვლება და ლანდშაფტის ფერებიც აძლევენ ბანს ამ ფერების ცვლილებებს. ჭერამისფერი განთიადი ხდება უფრო ჰაეროვანი და ნაზი, მიუხედავად გადამწვარი ბალახისა , გვალვისა, ხანძრებისა , ყველაფერი ისეთი ბავშვობის სუნი და განათება აქვს თითქოს სამყარომ დაისხა ზედ ბებიას მოხარშული კრემი. ყველაფერი გარშემო გადამხმარი და ხრაშუნაა ფენოვანი ცომივით , და ზემოდან მოეფინა ეს ბებიას მოხარშული ნაზი კრემი. ცოტახანიც უნდა აცალო დანამავს , დაასველებს , გაუჯდება , შეავსებს. სამყარო ამ დროს ნაყოფიერია , სავსეა ცოცხალი გემოებით - გაიშვირე ხელი , მოწყვიტე და შეჭამე. და ყოველივე ამ ცვლილების დასტურად ყველგან დგანან მზესუმზირები . ყველგან! მეზობლის ყანაში , გზის პირას, ქალაქის ბაღებში. ძლიერი ღერო იწევა და მიისწრაფის მზისკენ ისე ,თითქოს არღვევს გრავიტაციას . თითქოს უბრალოდ მიბმულია ფესვებით მიწაზე და რომ მოჭრა აფრინდება და მიეწეპება. ეს მზისკენ მუდამ მიმართული უზარმაზარი სახეები , რომლებიც უყურებენ თვალებში მზეს და არ აძლევენ თავს უფლებას ერთხელ დაახამხამონ თვალი. გარშემო ყველაფერი გადამხმარი და ხრაშუნაა. ფარსმანდუკმა მიიღო ხმელი იერი , გამძლე უკვდავი დანდურიც კი დაჩამიჩდა , მაგრამ მზესუმზრია უსწორებს მზერას მზეს და აწვდის ტენს ამ გადამხმარ მიწას. ესაა მისი ბიოლოგიური სამსახურეობრივი მოვალეობა : გაუყოს კონდენსატი და ტენი მიწას რომელზეც დგას. და სანამ ის დგას , რა გვალვაც არ უნდა იყოს , გარანტირებულად მოვა ზაფხულის ბოლო წვიმა. გარშემო ისევ ყველაფერი გამწვანდება , ამოვა ახალი ბალახი , აყვავდება სამყურა , სხვა ყვავილებიც ეცდებიან კიდევ ერთხელ მცირე დროით გამოიპრანონ თუ კი მზესუმზირა დგას . აი ამას ეძებდა ვან გოგი. ამ ფერებს. მე ციცი, იმიტომ რომ ბავშვობიდან მზესუმზირას დანახვაზე ვფიქრობდი იმაზე თუ რას ეძებდა ის.
ტკბილი სექტემბერი დადგა. აცალეთ და ნუ უსმენთ მათ , ვინც ამბობს, რომ ბუნება გაგიჟდა. ეს ხალხი არ იცნობს ბუნებას. უბრალოდ აკეთებენ მხოლოდ იმას , რაც იციან ვან გოგისგან განსხვავებით.
გუშინწინ თბილისის ერთერთ შენობაზე წავიკითხე მარკერით დაწერილი ფრაზა : " მინდა ვიყო ყვითელი სინათლე , რომელიც დაიცავს ყველას ვინც უყვარს"
"ალბათ მზესუმზირამ დაწერა."- გავიფიქრე.
![]() |
Comments
Post a Comment