შეიძლება ვერ აცნობიერებდეთ, მაგრამ აგვისტო გადამწყვეტი თვეა მომავალი გაზაფხულისთვის თქვენი ბაღის მოსამზადებლად. თესლის სწორი შერჩევისა და სათანადო მოვლის შემთხვევაში, თქვენი ბაღი შეიძლება უფრო ადრე აყვავდეს მრავალი ფერით, როდესაც თბილი თვეები დაგვიბრუნდება.
გამძლე ერთწლოვანები იდეალური არჩევანია აგვისტოში დასათესად, საქმესაც წინ წაწევთ, რადგან გაზაფხულზე გაცილებით ადრე მიიღებთ ყვავილობას. სხვათაშორის, აგვისტოში თესვისას წარმოიქმნება უფრო ძლიერი მცენარეები, რომლებიც ადრე ყვავიან, და ნასესცხებ ამინდებსაც უკეთ უძლებენ. კლიმატური ცვლილებები გვაიძულებენ ვიმსჯელოთ ახლებურად მემცენარეობაზე. მე, მაგალითად, გაზაფხულის მოსვლასთან იმდენი საქმე მიჩნდება, ისეთი გადატვირთული ვხდები, რომ სულ მავიწყდება ყვავილები.
ამიტომ ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ რამოდენიმე ყვავილს, რომლების დათესვა აგვისტოში საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.
რა თესლის დათესვა შეიძლება აგვისტოში?! ძირითადად ერთწლოვანი მცენარეების, რომლებსაც აქვთ თესლი მყარი გარსით. ის უნდა იყოს საკმარისად გამძლე, რათა ნელა დაიმუხტოს ტენით ზამთარში. არის საერთო წესებიც : ზაფხულის ბოლოს და შემოდგომაზე დათესილი თესლი, უნდა ითესებოდეს ჩვეულზე ოდნავ ღრმად. თესლის რაოდენობის გაზრდაც მოგიწევთ.
აი მრავალწლოვანი მცენარეები საკმაოდ მოქნილები არიან და, როგორც წესი, მათი დათესვა შეიძლება წლის ნებისმიერ დროს. მრავალწლოვანებისთვისაც და ერთწლოვანებისთვისაც მოგიწევთ მცირე შეფარების გაკეთება დეკემბერში, თუ კი თქვენს რეგიონში ზამთრის ტემპერატურა ხშირად მინუს ათ გრადუს აღწევს და ამ ნიშნულზე ჩერდება რამოდენიმე დღე.
თუ ნათესები მალევე აღმოცენდება, მათი ჯგუთვა (გამოხშირულის გადარგვა) შამოდგომის ნაბუნიობამდე უნდა მოხერხდეს, რომ ფესვებმა მოასწრონ კარგი მოჭიდება ნიადაგთან და განვითარდნენ.
ასე ვექცევი ხოლმე თვითესვით აღმოცენებულ მცენარეებს აგვისტოს ბოლოს. ისეთი მცენარეები, როგორიცაა სოინჭი, ღიღილო, ცერინტია მაჟორი, ძალზე ძლიერი მცენარეები არიან, ზამთარს ხოლმე აღმოცენებულებიც ადვილად გადაურჩებიან თუ საკუთარ ადგილს იპოვიან. მაგრამ ყველაფერი ყოველთვის შეუფერხებლად არ მიდის. ზოგჯერ დროზე ადრე აღმოცენებული ნათესები უბრალოდ არ არიან მზად გადარგვისთვის. მაშინ გამოსავალი კვალი-სათბურია. აქ მცენარეებს ბევრი მორწყვა არ დასჭირდებათ – ფაქტობრივად, ზედ-მეტად მორწყვა შეიძლება იყოს უფრო საშიში, ვიდრე გვალვიანი ზამთარი.
მე პირადად თითქმის ყველანაირი მცენარეს თესლი მომიფანტავს აგვისტოშიც, შემოდგო-მაზეც და ზამთარშიც. ხანდახან ჯობია შეიქმნა საკუთარი გამოცდილება. ასე მაგალითად, ლავანდას და გვირილას ვთესავდი რამოდენიმე წელიწადი ზედიზედ თოვლზე და ეს მეთოდი გახდა ჩემთვის საყვარელი.
მაშ, მოდით ჩამოვთვალოთ საუკეთესო ყვავილიები აგვისტოს თესვისთვის:
დევისპირა (ლათ. Antirrhinum) . ეს მცენარე არის მრავალძარღვათა ოჯახიდან, ალბათ ამიტომ არის ძალიან და ძალიან გამძლე. თუმცა არის ერთი პატარა საიდუმლო: აგვისტოს თესვისთვის გამოდგება მხოლოდ მუქი ვარდისფერი და წითელი შეფერილობის ჯიშები. აგვისტოში დათესილ ჭრელ დევიპირას დიდი ალბათობით ათმოცენება გაუჭირდება.


ზოგადად, დევისპირა ძალიან გამძლე მცენარეა, რომლსაც შეუძლია არსებობა სხვადასხვა ჰავის პირობებში.
ის ძალიან ნელა აღმოცენდება და ასევე ნელა იზრდება სავეფეტაციო პერიოდის პირველ ნახევარში, ასე რომ, თუ გაქვთ თესლი დათესეთ - ეს დიდ სტიმულს მოგცემთ გაზაფხულზე. დათესეთ მჭიდროდ და თუ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ გადარგოთ ისინი ადრე გაზაფხულზე.
დეზურა (Delphinium elatum) არის მაღალი, მოხდენილი მცენარე, რომელიც გვაოცებს განსაცვიფრებელი ლურჯი, ვარდისფერი ან თეთრი ყვავილებით. ის შესანიშნავი არჩევანია, თუ გსურთ დაამატოთ გარკვეული სიმაღის დონეები თქვენი ბაღის ლანდშაფტში. გარდა ამისა, დეზურა ულამაზესია გამხმარიც.
სიმართლე გითხრათ, ეს პატარა ლამაზმანები ჩემი ყველაზე ცბიერი ყვაილები არიან. არც კი მინდა ვიფიქრო იმაზე, თუ რამდენი ძვირფასი თესლი დავხარჯე მათი მოყვანის მცდელობაში და ისინი სულ ეწინააღმდეგებიან ჩემს განვითარებას! მაგრამ მეც არ ვნებდები, რადგან,დეზურას სილამაზე ამად ღირს.
დეზურას თესლს მოსწონს სტრატიფიკაცია, ამიტომ ისინი უნდა დაითესონ პირდაპირ შემოდგომაზე და ბუნება თავად მიხედავ მაღ სტრატიფიკაციას. თუმცა, ეს მიდგომა არ მუშაობს ნოტიო ჰავაში - თესლი უბრალოდ ლპება.
ამ გამოწვევების გათვალისწინებით, ვივსები სიამაყით, როდესაც მოვახერხებ მათი დიდი რაოდენობის გაზრდას შემოდგომაზე. ეს ნამდვილად ქმნის ჩემს ზამთარს!
სოინჭი (Nigella) მშვენიერი მცენარეა, რომელიც ნაზი ლურჯი, ვარდისფერი ან თეთრი ყვავილებით ამშვენებს ჩვენს ბაღებს და ამასთან ერთად ფანტასტიკურ კულინარიაში და მედიცინაში ცნობილ თესლს აწარმოებს ჩვენ ხშირად ვიცნობთ მას "შავი სეზამის" სახელით.სოინჭი ერთერთი საუკეთესო მცენარეა ფუთკრის მოსაზიდად.
აღმოვაჩინე, რომ სოინჭი კიდევუფრო კარგად ხარობს ვიან, როცა ნებას ვაძლევ ჩამოყარონ თევლი და თავად იწრუნონ საკუთარ თესვაზე. უკვე მარტში ჩნდებიან ხოლმე და სეზონის ბოლომდე ბედნიერად ყვავილობენ.
დათესეთ სოინჭი აგვისროშიც , ოქტომბერშიც და გახაფულზეც , მაშინ გექნებათ უწყვერი ყვავილობა მთელი თბილი სეზონის განმავლობაში. შემდეგ მცენარე გამრავლდება თვითთესვით და არა ერთი წელი გაგახარებთ.
ბაღის არჯაკელი (Lathyrus odoratus) შესანიშნავი არჩევანია ნებისმიერი მებაღისთვის. მცენარე დაგამახსოვრებთ თავს ლამაზი , სურნელოვანი ყვავილებით, მათი ადვილია მოვლით და შესაძლებლობით მოაწყოთ ცოცხალი ტიხარი, შირმა, კედელი არჯეკელისგან.
ბაღის არჯაკელის საშემოდგომო თესვისას წარმოიქმნება ენერგიული, ძლიერი მცენარეები, რომლებიც მზად არიან ყვავილობისთვთვის უკვე მაისის ბოლოს.
ორლაია (Orlaya) - ლამაზი მცენარე თეთრი მაქმანის ყვავილებით. ეს შესანიშნავი არჩევანია ბაღში ელეგანტურობის შესატანად.
ამ მოშენება მოშენება შეიძლება იყოს გამოწვევა - ის დეზურას მსგავსად ხშირად საჭიროებს ცივ სტრატიფიკაციას. მაგრამ ოჰ, რა ყოვლადშემძლეს გრძნობა დაგეუფლებათ, თუ მოახერხებთ მათ გაღვივებას ზამთრის დადგომამდე!
აგვისთოს თესვის და მცენარეეის გამოზამთრების გარემოსდაცვითი სარგებელი
საგაზაფხულო თესვასთან შედარებით, აგვისტოს თესვისის უპირატესობა არ არის მხოლოდ გამოზამთრების ამბავი. გაჩნდა ახალი ცოდნა იმის შესახებ, რომ ნიადაგში მზარდი ფესვების შენარჩუნებას უზარმაზარი სარგებელი მოაქვს. დაახლოებით ისევე, როგორც მწვანე სასუქის (სიდერაციის) შემთხვევაში.
ზამთრის განმავლობასი აქტიური ფესვთა სისტემის შენარჩუნებით, ჩვენ ვეხმარებით ნიადაგის დაცვას და ხელს ვუწყობთ საკვები ნივთიერებების ციკლის ბრუნვას. ფესვთა სისტემა აუმჯობესებს ნიადაგს, ამცირებს ეროზიას და ხელს უწყობს ნიადაგის სასარგებლო ორგანიზმების მრავალფეროვნებას. ასე რომ, აგვისტოში თესლის დათესვით და მთელი ზამთრის განმავლობაში ენერგიული ზრდის შენარჩუნებით, ჩვენ არა მხოლოდ ვგეგმავთ გაზაფხულის ლამაზ გარემოს, არამედ ხელს ვუწყობთ ჯანსაღ, ნაყოფიერ ნიადაგს.
აგვისტოში თესვა არის გასაღები იმის უზრუნველსაყოფად, რომ გქონდეთ ცოცხალი, აყვავებული ბაღი გაზაფხულზე, ისევე როგორც ჯანსაღი ბაღი მთელი წლის განმავლობაში.
აი ლიდევ რამოდენიმე მცენარე, რომლების თესვაც უნდა სხადოთ აგვისტოში
ჭიოტა ამი მოლუცელა ღიღილო
ყაყაჩო ფოლიო
რაც ეხება ბოსტნეულის საშემოდგომო თესვას, მე უკვე მოვყევი ამ პროცესზე და მის უპირატესობებზე დაწვრილებით წიგნში "მიეათმოქმედის დღიური ბუნიობიდან ნაბუნიობამდე" . მისი პირველი ნაწილის შეძენა შეგიძლიათ
აქ.
ჩვენ ასევე გვაქვს მცენარეების ხარისხიანი ორგანული თესლი, რომელსაც ვაწარმოებთ ჩვენს მეურნეობაში, ფშავში . მისი შეკვეთა შეგიძლიათ
აქ
გაახარეთ და გაიხარეთ!
ორგანული და მდგრადი მიწათმოქმედების სკოლა "მტილი"
Comments
Post a Comment