უძილობა და სამკურნალო მცენარეები
სტატისტიკის თანახმად, ძილის პერიოდული პრობლემები აქვს დედამიწის მოსახლეობის ზრდასრული ნაწილის 40%- ს , ხოლო ქრონიკული უძილობით იტანჯება 11%. მსგავს მოვლენებს შეიძლება ჰქონდეს უამრავი მიზეზი : სტრესი, ზედმეტი საკვების მიღება, გაჯეტები, ცხოვრების წესი, რიგი დაავადება, და, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, პოლიკურ გადაცემებზე თვალდევნა საღამოს საათებში.
თუ უძილობის მიზეზები არ არის დაკავშირებული რომელიმე სამედიცინო დიაგნოზთან, მაშინ არ ღირს ჩვენი ორგანიზმის დატვირთვა როგორც მედიკამენტებით, ადევე ძლიერი სედიტატიური, დამამშვიდებელი სამკურნალო მცენარეების მიღებით. არის უამრავი მარტივი და ხელმისაზვდომი რეცეპტი, მათთვის ვისაც აწუხებს უძილობა და მასთან ერთად სურვილი უსაფრთხოდ დაეხმაროს საკუთარ თავს. აი ზუსტად რამოდენიმე ასეთ მცენარეს განვიხილავთ დღეს თქვენთან ერთად. ცხადია, რომ უპირველესყოვლისა , უნდა გამოვრიცხოთ ტელეფონის და კომპიუტერის ეკრანები, ზედმეტი , უარყოფითი ინფორმაცია ძილის წინ , აუცილებლად ჩამოვაფაროთ ბნელი ფარდები და გავთიშოთ ზედმეტი სინათლის წყარო. და თუ ეს მარტივ მოქმედებებმა არ გამოიღეს შედეგი, მაშინ მივმართოთ მცენარეებს, რომელზეც ახლა წავა საუბარი. ოღონდ წინდაწინ ვეცადოთ გავერკვეთ საკუთარი უძილობის მიზეზებში და ბუნებაში.
ნერვიული უძილობა
როგორც წესი, ადამიანი ვერ ისვენებს ძილში, ხედავს ცუდ სიზმრებს, თუ იძინებს დილით იღვიძებს დაღლილი, უძილობის დაწყების წინ ადგილი ჰქონდა რაიმე სტრესს, შფოთვებს.
ეს ნაყენი უნდა მომზადდეს საღამოს, ხოლო დაილიოს დილაობით, უზმოზე, 7 დღის განმავლობაში . აიღეთ 70გრ ხმელი პიტნა და 100გრ ხმელი ძიძო. აურიეთ ერთმანეში. მიღებული ნაკრების 1 სუფრის კოვზს დაასხით 150 მლ. წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ დილამდე. ნაყენი ვარგისიანია ორი დღის განმავლობაში. ერთჯერადად მიიღეთ 50-70გრ.
ხშირად ადამიანებს უჭირთ იმის წარმოდგენა, რომ მათთვის ძალიან კარგად ნაცნობი მცენარეებს აქვთ ძლიერი სამკურნალო თვისებები. ასეთია, მაგალითად, ჩვეულებრივი კამა. ის კამა, რომელსაც დასავლეთში ეძახიან კამას, ანუ ქართული ბოტანიკური ლექსიკონის მიხედვით. კამის უძლიერესს სამკურნალო თვისებებზ შეიძლება დაიწეროს უზარმაზარი ცალკე სტატია, მაგრამ დღეს განვიხილოთ ეს მცენარე, როგორც საკმაოდ ეფექტური საშუალება უძილობისგან. აიღეთ ნახევარი ლიტრი წითელი ღვინო, ჩაყარეთ 50 გრამი კამის თესლი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. შეფუთეთ და აცალეთ გაციება. მიიღეთ ყოველდღიურად, საღამოს, დასაძინებლად წასვლამდე ერთი საათით ადრე.

მათ, ვისაც აღვიძებენ ცუდი სიზმრები მოუხდება ასევე ღვინოზე დაყენებული ხახვის თესლი. ნახევარი ლიტრი თეთრი ღვინო , 30 გრამი ხახვის თესლი. აურიეთ ეღმანეთში და შეინახეთ სადმე ბნელ ადგილას 8 დღით. კარგი იქნება თუ ყოველდღიურად ან ორ დღეში ერთხელ კარგად გაანჯღრევთ. მერვე დღეს გადაწურეთ და მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი ხუთ საათში ერთხელ.
რთული დასაჯერებელია, მაგრამ ნიორი ასევე არის ძლიერი საშუალება შფოთვების და ნერვიული გადაღლის წინაამღდეგ. ამიტომ ერთი საშუალო ნიორი დაფცქვენით და დაჭყლიტეთ( არ გამოიყენოთ ბლენდერი ან ჩოპერი, რადგან ჩვენ გვჭირდება ეთერზეთების მაქსიმალური რაოდენობა) აიღეთ სამი ლიმონი, დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 30 წუღის განმავლობაში. შემდეგ გამოწურეთ წვენი და გაურიეთ მასში დაჭყლეტილი ნიორი. დააყენეთ მიქსტურა 3 კვირის განმავლობაში მაცივარში. პერიოდულად გაანჯღრიეთ ან მოურიეთ. მიიღეთ ორი კვირის განმავლობაში ძილის წინ , 20 წუთით ადრე. უშუალოდ მიღების წინ გააზავეთ 1 ჩაის კოვზი ნივრის მიქტურა 100 მილიგრამ წყალში.

უძილობა ემოციური გამოფითვის გამო
აიღეთ მიახლოებით ერთნაირი რაოდენობით შავი მოცხარი და ასკილი. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ხმელი, ასევე გაყინული ან ნედლი კენკრა. ამ ნაზავის ორ კოვზს დაასხით 400 მილიგრამი მდუღარე წყალი.. უკეთესი ეფექტისთვის შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი შავი მოცხარის ფოთოლიც. გამოიყენეთ ხარისხიანი თერმოსი, სასურველია კერამიკული ან მინის შიდა კედლებით. გადაანაწილეთ ნაყენი ისე, რომ დალიოთ ოთხჯერ ან ხუთჯერ დღის განმავლობაში დაახლოებით ასი გრამი თითო მიღებაზე. ნაყენი უნდა იყოს სასიამოვნო ნეიტრალური ტემპერატურის. მიიღეთ უწყვეტად სამი კვირის განმავლობაში. გახსოვდეთ, რომ ამ ნაყენში წამყვანი მცენარე არის შავი მოცხარი, ხოლო ასკილს აკისრია უფრო დამხმარე ფუნქცია. ასკილი უნდა იყოს მწიფე, და არა ისეთი როგორსაც ხშირად ვაწყდებით ქართულ მომწოდებელთან.
აიღეთ 50 გრამი შავბალახა, 50 გრამი თავშავა და 30 გრამი წითელი კუნელის ყვავილი. ამ ნაზავის ორი ჩაის კოვზი დააყენეთ 250 მილიგრამ ცხელ წყალში 30 წუთის განმავლობაში. მიიღეთ ყოველ საღამოს 100 გრამი ნაყენი, დაახლოებით ერთი საათით ადრე , სანამ წახვალთ დასაძინებლად. კარგი იქნება თუ დამატებით დაიბანთ ან დაასველებთ სახეს ამ ნაყენით ისე რომ არ შეამშრალებთ პირსახოცით.
100 გრ ხმელი ან 200 გრ. ნედლი პასიფლორას ფოთოლი დააყენეთ 3 ლიტრ ცხელ წყალში ერთი საათის განმავლობაში. აავსეთ აბაზანა, დაამატეთ პასიფლორას ნაყენი და მიიღეთ აბაზანა 15 წუთის განმავლობაში. წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცხელი.
უძილობა თამბაქოს, ყავის, ალკოჰოლის ან სხვა ალკალოიდების ჭარბი მიღების გამო.
აიღეთ 100გრამი ხმწლი წითელი სამყურა, 100 გრამი ასიათავა, 50 გრამი ფარსმანდუკი და 50 გრამი ნეგო. აურიეთ ერთმანეთში. ნაკრების ერთ სუფრის კოვზს დაასხით 350 გრამი წყალი ღამიდან. დილით დადგით ნელ ცეცხლზე და წამოადუღეთ. ნაყენი ვარგისიანია ორი დღის განმავლობაში. მიიღება 100 გრამი დღეში სამჯერ ,საკვების მიღებამდე 15 წუთით ადრე. ამ ნაკრებს ძალიან კარგად გამოჰყავს ორგანიზმიდან ალკალოიდების დაშლილი ნაშთები და ტოქსინები, რის შედეგად ადამიანს უწესრიგდება ძილი.
მცანარეული ბალიშები კარგი ძილისთვის
დაფნა და გვიმრა 1:1
სვია , გვიმრა3:1 (გამოდგება ბავშვებისთვის)
სვია, გვიმრა, ძიძო 2:2:1
ყველა ტიპის ძილის დარღვევისთვის გამოდგებიან გვირილა ან სალბი. ორივე მცენარე ძალზე მნიშვნელოვანია შამანურ პრაქტიკაში "გადაღლილი გონებისთვის" , ხოლო მედიცინაში კორტიზოლის და ადრენალინის დაბალანსებისთვის.
ასევე არსებობენ დეკორატიული ქოთნის ყვავილები, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ კარგი ძილი . მაგალითად ბენჟამინის ფიკუსი მშვენივრად წმინდავს ჰაერს ქიმიური შენაერთებისგან, რომლებიც უხვად არიან თანამედროვე ბინებში, ავეჯის კომპოზიტური მასალების, პლასტიკის, საეჭვო საღებავების და სილიკონების გამო. ამიტომ გამოუყავით ბენჟამინს ადგილი საძინებელში. იგივე შეიზლება ითქვას ნემსიწვერაზე.
ამ საავტორო ბლოგის ყველა სტატია არის შემეცნებითი ხასიათის. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს. სამკურნალო მცენარეების გამოყენებისას ასევე დაეკითხეთ ექიმს. თვითმკურნალობა დაუშვებელია. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ოდნავ შეუწყოთ ხელი საკუთარ ჯანმრთელობას სამკურნალო მცენარეების მეშვეობით, ხოლო მათი ინტენსიური გამოყენება საჭიროებს გარკვეულ უნარებს და ცოდნას.
Comments
Post a Comment