ბაბუაწვერებზე
ერთხელ ჩემმა მასწავლებელმა მითხრა, რომ ადამიანები უგონებენ საყვარელ სახელწოდებებს მცენარეებს, როცა არ გრძნობენ მათქან საფრთხეს, ან უფრო სწორედ , თანაცხოვრობენ მათთან. ამ აზრს არავითარი კავშირი არ აქვს მეცნიერულ ბოტანიკასთან, მაგრამ ეთნობოტანიკა დგას მსგავს ნიუანსებზე. ასე მაგალითად, ევრააზიელები ძალიან კარგად იცნობენ ბაბუაწვერას, რადგან ის ყოველთვის თანაცხოვრობდა მათთან, ამიტომ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს არის „ძალიან სასარგებლო მცენარე“ მიიღება როგორც წესი, სიხარულით. და ეს ემოციური ბმული გასაგებია, ვინაიდან ბაბუაწვერა „ჩვენიანია“ ის იყო ჩვენს სიახლოვეს მუდამ.უცნაური იქნებოდა რომ არ გვეჭამა ადამიანებს ბაბუაწვერა, საკვების კრიზისების პერიოდებში, რადგან ის იყო ყველაზე ახლოს, მოშიებულ ადამიანთან. სხვა შემთხვევაში, რატომ უნდა ეჭამა ადამიანც მძაღე და მწარე ბაბუაწვერა, თუ კი არ იცოდა არც ინულინზე მისი ფესვების შემადგენლობაში და არც ლუტეინზე, რომელიც გაცილებით დიდი რაოდენობით არის იგივე ხავერდაში(იმერულ ზაფრანაში). საუბარია , რა თქმა უნდა მყარ ეთნობოტანიკურ კავშირზე.
თქვენი აზრით რამდენი ბაბუაწვერას სახეობა არსებობს?
ეს არის ყველაზე რთული კითხვა ბოტანიკაში. როცა დაითვალეს 2000 მეტი ბაბუაწვერა, და
შემდეგ ისევ დახვდათ უამრავი ახალი სახეობა, შეთანხმდნენ რომ მათ დათვლას აზრი არ აქვს
და შეიქმნა ბოტანიკის ცალკე დარგი თარაქსოლოგია, ანუ ბაბუაწვერმცოდნეობა. 1970 წლისთვის
შეთანხმდნენ, რომ მცენარეს აქცს არა მარტო სახეობები, არამედ ქვესახეობები მიკროსახეობები და მაკროსახეობები. და მათი გარჩევა
ერთმანეთისგან ხშირად უჭირს ყველაზე მაგარ ბაბუაწვეროლოგსაც, ვინაიდან ახალი სახეობის
გაჩენა (თუ გამოჩეკვა?) ბაბუაწვერას საერთოდ არ უჭირს. გაზაფხულზე მოშიებულ ფუტკარს ხვდება პირველ რიგში
ბაბუაწვერა. არა, რა თქმა უნდა იმ დროისთვის, არის გაშლილი კიდევ რამოდენიმე თაფლოვანი
მცენარე, მაგრამ ეს ყვითელი „მზის ლუკმა“ არის ის, რასაც ყველაზე კარგად აღიქვავს ფუტკრის
მხედველობა. გადაჯდება ერთი მიკროსახეობიდან მეორეზე და ასე ჩნდება კიდევ ერთი ახალი
მაკროსახეობა. ეს ახალი ან მოიდგავს ფეხს სამყაროში ან არა, ამაზე შეიძლება იმსჯელონ
„ბაბუაწვეროლოგები“ მციკოდ რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ. და ესეც არ არის ბაბუაწვერების ფერიცვალების ერთადერთი გზა. ანუ, ჩვეულებრივი მონსტრები არიან.
რამდენი ბაბუაწვერას სახეობა მიკროსახეობა ან მაკროსახეობა შეიძლება შეიჭამოს? ზოგადად, ყველა მწარეა, მაგრამ
ჩვეულებრივი ბაბუაწვერას (Taraxacum officinale )ფოთოლი
და ბაბუაწვერა წითელთავა (Taraxacum erythrospermum) . ამ ორმა იმგზავრა ამერიკის კონტინენტზე
გემით, პირველ გადასახლებულებთან ერთად და შეუქმნა ადგილობრივ ბაბუაწვერებს
ისეთი პრობლემები , რომ დღეს არიან გადაშენების პირას.
მთლიანობაში ,ბაბუაწვერა არის კოსმოპოლიტი მცენარე, ის ხარობს სხვადასხვა ფორმით ყველდან, სუბნივალური ზონების და მყინვარების გარდა. მდიდარ ნიადაგებზეც, ღარიბ ნიადაგებზეც , მლასობებზეც , ტუტეზეც , მჟავეზეც. ის ყოველთვის რამეს მოიფიქრებს. და ბევრი კულტურისთვის მართლაც რომ სარეველაა.
ლათინური
სახელწოდება Taraxacum , წარმოიქმნა არაბულიდან , სადაც მას ეძახდდნენ „ თარაშაქუქ“.
ინგლისური ახლანდელი სახელწოდება , არის დამახინჯებული
ფრანგულიდან( dent de lion ლომის კბილი) ,
ხოლო საყოფაცხოვრებო ინგლისური სახელწოდებები ძალზე სასაცილოა: piss-a-bed (ჩაფსმა
ლოგინში), რომელიც დაისესხეს ფრანგებმა და დღეს ეძახიან pissenilt. უცნაური გაცვლაა
სახელწოდებების, მაგრამ ინგლისური ხალხური გამოცდილებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ
ბაბუაწვერა ძლიერი შარდმდენია (რაც ყოველთვის ნამდვილად არ არის სასარგებლო)
შვედები
ეძახიან ბაბუაწვერას „ მასკაროს „(ჭიას ვარდი) და ამასაც აქვს ძალიან საინტერესო ახსნა.
ბაბუაწვერას სიახლოვეს ხშირად დებენ კრვერცხებს თრიფსები, შემდეგ მათი ჭია ბავშვები
თამაშობენ ბაბუაწვერას ყვავილზე. აქედან გამომდინარე, თუ თქვენს ვარდებზე გამოჩდნენ
თრიპსის ჭიები, დაადანაშაულეთ ბაბუაწვერა. ზუსტად ამიტომ ის ითვლება კარტოფილის სარეველად.
დღეს
ითვლება, რომ ბაბუაწვერა გაჩნდა დედამიწაზე
30 მილიონი წლის წინ. ზუსტად ამ ასაკის ბაბუაწვერას თესლი იპოვეს ბელორუსში
არქეოლოგებმა.
ჭამის და წამლის გარდა, ბაბუაწვერა გამოიყენებოდა
კიდევ ერთ ძალიან საინტერესო რეწვში. არსებობენ
სახეობები, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით ლატექსს(კაუჩუკს). ეს არის ყაზახური
ბაბუაწვერა, რომელიც იყო ცნობილი საქართველოშიც მისი ლათინური სახელით ქოქ-საღიზი.
ზუსტად ასეთი სახელით იპოვით ამ ბაბუაწვერას მაყაშვილის ბოტანუკყრ ლექსიკობში. საბჭოთა
კავშირში იყო ქოქ-საღიზის უზარმაზარი პლანტაციები და მისგან ამზადებდნენ ...რეზინას.
შემდეგ პრეზერვატივებს და არა მარტო. დღეს ჩინეთის და კორეის ბიო მეურნეობებში ცდილობენ ამ დარგის აღდფებას. კორეელები
იყენებენ კოსმეტიკაში, ძირითადად მზა სახის ნიღბების წარმოებისთვის. გოგოებმა იციან
: წაისმევ სახეზე ფუნჯით ტა 15 წუთში იხსნი მთლიან წელვად ნიღაბს. აი ესეც არის ბაბუაწვერა.
![]() |
ბაბუაწვერა ქოქ საგიზი (დღეს აქტიურად ცდილობენ დააბრუნონ მისი კუკტივირების გამოცდილება ბუნებრივი "რეზინის" წარმოებისთვის) |
რაც ეხება „ძალიან სასარგებლოს“ , ჰერბალისტიკას
უნახავს ბევრად ძლიერი მცენარეები, თუმცა ბაბუაწვერა მართლაც რომ უნიკალურია. მას ასევე
აქვს უკუჩვენებები და გვერდითი მოქმედებები. არ მიწყინოთ. კარგი ჰერბალისტი, როცა აცნობს
სხვა ადამიანებს სამკურნალო მცენარეებს, აუცილებლად იწყებს უკუჩვენებებიდან. არ ვიცი,
რამდენად კარგი ჰერბალისტი ვარ, მაგრამ ძალიან მინდა, რომ ვიყო ასეთი. მეტიც, მე მძაგს
გამომცემლობების სურვილი მოიპოვონ რაც შეიძლება მეტი „კლიკი“ ადამიანების ჯანმრთელობის
ხარჯზე, როცა უაპელაციოდ, მედიკოსის კომენტარის გარეშე აქვეყნებენ სტატიებს „ძალიან
სასარგებლო“ მცენარეებზე და ონკოლოგიის წამლებზე. ეს არის არა ეთიკური დამოკიდებულება
და მე მას არ მივესალმები.
პირველზე
უკიჩვენება უკვე დაიწერა: ბაბუაწვერა არის
ძლიერი შარმდნენი, შესაბამისად და მაგალითად, შეიძლება გამოიწვიოს წნევის მკვეთრი ვარდნა.
ბაბუაწვერას წვენი არის გამდიდრებული კალიუმით,
აქედან ეს თვისება. რა თქმა უნდა მისი მიღება შეიძლება შეშუპებების დროს, მაგრამ აუცილებლად
აუცილებლად უნდა დარკითხოთ ექიმს, რომელიც შეაფასებს საერთო მდგომარეობას.
ამის
გარდა, ბაბუაწვერა სტიმულირებს მარილმჟავას გამოყოფას კუჭის წვენიდან. შესაბამისად
კუჭის და ნაწლავის წყლულეები, გასტრიტები და კუჭ- ნაწლავის სხვა ქრონიკული თუ ეპიზოდური
დაავადებები ასევე შეიძლება აღვიქვათ შეზღუდვად ბაბუაწვერის მიღებისთვის. ასევე დისკინეზია,
რომლის დროს ნაღვლის ბუშტის შეკუმშვა დარღვეულია
, არის უკიჩვენება ბაბუაწვერას მიღებისთვის. ნაღვლის ბუშტი უბრალოდ გადაივსება, გაიწრდება
ზომებში ნაღველის მატების გამო და ეს არის ძალიან ძალიან მტკივნეული. ნიშანდობლივია
ისიც, რომ ზდასრული მოსახლეობის დიდი პროცენტი „ატარებს“ დისკინეზიას ისე, რომ არც
ისის მის თაობაზე. და ეს ძალზე საყურადოა მათთვის, ვინც თავს იწონებს მინდვრის ფხლების
ხშირი მოხმარებით. ვინაიდან, არა მარტო ბაბუაწვერას, არამედ, სხვა მცენარეების შემთხვევაშიც,
მათი ხარშვის დროს, როგორც წესი, სასარგებლო ნივთიერებები იშლება, ხოლო უფრო მძიმეები(მაგალითად
კალიუმი) რჩება. თუ თქვენ გიყვართ „მინდვრის ფხალი“ მიირთვით ის. მაგრამ , ნუ იფიქრებთ,
რომ მიირთმევთ რაიმე განსაკუთრებით სასარგებლოს, მით უფრო ნუ აძალებთ ასეთი საკვების
ჭამას ბავშვებს. მათი ორგანიზმი ბევრად სწრაფად ითვისებს ვიტამინებს, ამიტომ სწორი
დაბალანსებული კვების პირობებში სულაც არ სჭირდებათ ეს თითქოს და „ვიტამინების ნაღმები“
ახლა
კი სარგებელზე. დარწმუნებული ვარ, ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვართ „უებარი საშუალებები“
და რჩევების მიცემა სხვის ჯანმრთელობასთან მიმართებაში, აქამდე ამ გრძელ ტექსტს ვერ
გაუძლეს. ამიტომ თამამად შეიძლება საუბარი სამკურნალო თვისებებზე შეგნებულ ადამიანებთან.
ბაბუაწერას
ფესვი ნამდვილად შეიცავს ინულინს, რომელსაც ასევე და უფრო უნიკალურ ფორმაში შეიცავენ
ვარდკაჭაჭა და ინულინის ჩემპიონი ოროვანდი. ეს ბოლო მართლაც ნამდვილი საოცრებაა. ყველა
ფესვი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ სამკურნალოდ, მარაგდება შემოდგომაზე. ეს არის ოქროს
წესი. გაზაფხულზე მცენარეს მთელი ენერგია მიდის ყვავილობაში , ამიტომ სასარგებლოა ყვავილი,
ზაფხულში ენერგია მიდის მწვანე მასაში, ხოლო შემოდგომაზე, როცა მცენარეს ზედა ნაწილი
ჩაკვდება, ყველა სასარგებლო ნივთიერება ძლიერდება ფესვში. ეხება ეს ყველა მცენარეს
და ბაბუაწვერას მით უფრო. სამკურნალოდ უნდა მოვიმარაგოთ მხოლოდ ორი წლის მცენარე. როგორ
გაიგოთ??? აი ამიტომ ქუდი უნდა შეკეროს მექუდემ, პური უნდა აცხოს მეპურემ, ბალახი შეაგროვოს
მებალახემ. მაგრამ საერთო წესად შეიძლება ჩავთვალოთ ფესვის სისქე. თუ სტაფილოს სისქეს
აღწევს, ესე იგი ერთ წელზე უფროსია. რაც ეხება ბაბუაწვერას ფესვისგან დამზადებულ სუროგატულ
ყავას, მისთვის ფესურების მომარაგება შეიძლება ნებისმიერ დროს, და მცენარე შეიძლება
იყოს ნებისმიერი ასაკის. რეცხავთ, აშრობთ ჩრდილში, ან ღუმელში 70 გრადუსზე, რა თქმა
უნდა, დაჭრილს. შემდეგ ხალავთ, ფქვავთ, ისევ ხალავთ და ადუღებთ ყავას. სასარგებლოა?
თუ კოფეინის მიღება არ გსურთ, კი ბატონო. მთავარია ასეთი ყავის შემდეგ , ორი სამი საათი
შეიკავოთ თავი ჩაისგან, ყავისგან და ალკოჰოლისგან.
ბაბუაწვერას
სამკურნალო ფესვი პირელ რიგში აგვარებს ხრტილის ქსოვილს და სახსრების მოძრაობას. ამისათვის
მას უშვებენ კაპსულების, აბების, ფხვნილების სახით, საკვების დანამატად. და ის მუშაობს.
ნამდვილად მუშაობს.
მცენარეს
იყენებენ კენჭების გამოყვანისტვის, როგორც ნაღველიდან ასევა თირკმელებიდან. და აქაც
არის აუცილებელი სურათის სრული შესწავლა, ვინაიდან თუ წარმოქმნილი „კენჭი“ არის ოქსალატური
, ანუ ბასრი , მან შეიძლება ავნოს ორგანოს დაძვრისას. ასეთია ყველა „წამალი ყელაფრისგან“.
მაგრამ თუ დანამდვილებით იცით რომ კენჭები არ გაქვთ, მასინ ბაბუაწვერა არის ძალიან
სასარგებლო ქოლეცისტიტის მკურნალობისტვის, ორგანოების გაცხიმოვნება, ათეროსკლეროზი,
სესაბამისად „ცუდი“ ქოლესტერინი , ინტოქსიკაცია, სახსრების დაავადებები , აქ ბაბუაწვერა
ნამდვილი ექსპერტია. ის ანახლებს სისხლს, ეხმარება ღვიძლს უკეთ გაწმინდოს ის ტოქსინებისგან,
აწესრიგებს მეტაბოლისმს, ლორწოს, აღძენს მადას. ონკოპაციენტებისთვის არის სასარგებლო
ძირითადი მკურნალობის( რადიოთერაპია, ქიმიოთერაპია) გვერდითი მოვლენების სამკურნალოდ.
და ამით მორჩა. ბაბუაწვერას არ შეუძლია ონკოლოგიის განკურნება. როცა ხვდებით მსგავსს
სტატიებს , აუცილებლად გადაამოწმეთ ინფორმაციის წყარო, მაგალითად წაიკითხეთ სამეცნიერო
დასვნა, კვლევები, კლინიკური კვლევები და მხოლოდ ამის შემდეგ გაავრცელეთ მსგავსი ინფორმაცია.
ონკოპაციენტი არის რთული პაციენტი, რომელიც დაავადებასთან ერთად უმკლავდება საზოგადოებასი
ამ დაავადებაზე შექმნილ არასწორ ხედვას. ის იბრძვის იმედისთვის, იბრძვის სასწაულისთვის,
ებრძვის სასოწარკვეთას.. შეიბრალეთ, ნუ სთავაზობთ ყველაფრის ყლაპვას სასოწარკვეთისგან.
კოსმეტოლოგია.
აი აქ ბაბუაწვერას ბევრი კონკურენტი ნამდვილად არ გამოუჩნდება. გნებავთ ფორები, გნებავთ
კომედონები, გნებავთ გამონაყარი, გნებავთ ჭორპლები. მოთუთქეთ და გამოიყენეთ. დაასხით
40 პროცენტიანი სპირტი, დააყენეთ და გამოიყენეთ, გამოწურეთ წვენი და გამოიტენეთ, მოიმარაგეთ
ბაბუაწვერას რძე და მოიშორეთ პიგმენტური ლაქები. გაახმეთ ფოთლები და ყვავილები და გაიკეთეთ
აბაზანები. ერთი სიტყვით, ისხით, ისვით, ისიამოვნეთ.
და
ბოლოს , კვება და რეცეპტები.
პირველი
ალბათ ბაბუაწვერას "ღვინო". რომ აიღოთ წყალი, ჩამიჩი ყურძენი და ნებისმიერი ხილი, დააყენოთ ისინი ერთად, თქვენ მიიღებთ შუშხუნა მცირე ალკოჰოლიან სასმელს. და მთელი არსი ასეთი სასმელის,
არის დაჩამიჩებულ ყურძენზე მცხოვრები საფუარის ბაქტერიები. ასეთი ტიპის სასმელებს ქარტულად
ჰქვია ბურახი. ჩენი წინაპრები ამზადებდნენ მათ სხვადასხვა ბალახების ან მარცვლეულის დამატებით. განსაკუთრებით
გემრიელი გამოდის ეთერზეთოვან მცენარეებისგან, მაგრამ მათი ფერმენტაცია ცოტა რთული
პორცეზია, რადგან ხასიათთებიან ანტიბაქტერიული თვისებებით და უშლიან ხელს დუღილს. ბაბუაწვერა
ასე არ იქცევა, ამიტომ მარტივად მზადდება. ოღონდ ამას არ შეიძლება დაერქვას ბაბუაწვერას
ღვინო. მით უფრო ღვინის სამშობლოში. რაც ეხება სარგებლობას, კი ბატონო, ბურახი ძალიან
სასარგებლოა კუჭნაწლავისთვის, რადგან მასში აქტიურად და ხალისით ცხოვრობენ სასარგებლო
ფერმენტები, უფრო შთამბეჭდავი სიტყვით – ენზიმები. იქნება ასეთ სასმელში ბაბუაწვერა
თუ ვარდი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ვარდის ასეთი „ღვინო“ ბევრად გემრიელია.
ბაბუაწვერას
ფოთლის მომზადებისას, მას ყოველთვის დებდნენ ცოტახნით თუზლუქში, ანუ მარილიან წყალში.
სხვანაირად მას არც ფრანგები მიირთმევენ, არც იტალიელები არც სუპერ შეფ მზარეულები,
არც ძველი ბერძნები მიირთმევდნენ და არც ძველი
ეგვიპტელები. რა თქმა უნდა, მარილის ზეგავლენის ქვეშ, რიგი სასარგებლო ნივტიერებები
იკარგბა. მაგრამ რჩება ბეტა-კაროტინი, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ითვისებს მხოლოდ ცხიმთან
ერთობაში, რჩება კვერცეტინი, რომელიც ეხმარება უჯრედების რეგენერაციას და კიდევ რამოდენიმე
ნივტიერება.
ამიტომ,
10 წუთი ქორფა ფოთლების შემთხვევაში და 20 წუთი ძველი ფოთლების შემთხვევასი უნდა გავაჩეროთ
ბაბუაწვერა მარილიან წყალში. შემდეგ მსუბუქი თერმოდამუშავება და ცილა. აუცილებლად ცილა.
ნებისმიერი, არა რაფინირებული. შემდეგ გემოვნებით. სხვაგვარად ამ მწვანილის მიღებას
არავითარი აზრი არ აქვს.
ბაბუაწვერას
„კაპერსი“ . ადით შავნაბადაზე და დაკრიფეთ ჩვეულებრივი კაპარის(კაპერსის) ყვავილის
კოკრები. შემდეგ დაამწნილეთ. მაგრამ თუ ცხოვრობთ იქ, სადაც საქართველოსგან განსხვავებით
კაპარი არ ხარობს, მაშინ , კი ბატონო, მოამზადეთ სუროგატი ბაბუაწვარას ყლორტებიდან,
ტუხტის ყლორტებიდან, და ნებისმიერი სხვა ყლორტებიდან.
და
ბოლოს „თაფლი“. ყველა ტკბილი სიროპი, რომელიც მზადდება ნაყოფის წვენის გამოხარშვით ან გამოშრობით არის ან ბაქმაზი ან ბადაგი.
ყველა მცენარე, რომელსაც ხარშავენ შაქართან , არის ან მურაბა ან შერბრთი. აი ბაბუაწვერა
მოხარშული შაქარში არის შერბეთი. სარგებლობა?! მხოლოდ შთამბეჭდავი რეცეპტი. ბევრად
გემრიელია დიდგულა, ცაცხვი , ბეგქონდარა, პატარა გირჩი, ბალბა, ნემსიწვერა, ძიძო....
ორონდ , ყველა შემთხვევაში ეს არის სრულიად უსარგებლო , ან ყველაზე მცირე, არასამკურნალო
პროდუქტი.
13 მაისს და 5 აპრილს მსოფლიოს ბევრ წერტილში აღნიშნავენ ბაბუაწვერას საერთასორისო დღეს. ამბობენ რომ დღესასწაული გავრცელდა პატარა ფრანგული სოფლიდან, სადაც წელიწადში ერთხელ ზეიმობდნენ ბაბუაწვერებით მორთულ, ბაბუაწვერებით გამასპინძლებულ ზეიმს. აღნიშნავენ "The Dandelion festival" ბიოდინამიკის მიმდევრებიც და თვლიან, რომ ეს არის დედამიწის გამოღვიძების დღე. აღნიშნავენ , ცხადია , "ბაბუაწვეროლოგებიც" 😏და იმედია, არ ეწყინებათ, რომ ასე შევარქვი. სიამოვნებით დავესწრებოდი ნებისმიერ „მზის პატარა ლუკმის“ დღეს.
არ დაგავიწყდეთ ბაბუაწვერას მთავარი გამოყენების არეალიც: ჩაიფიქრეთ სურვილი და შეუბერეთ! ის წაიღებს შორს თქვენს სურვილს, და ვინ იცის, შესაძლოა მიიტანს თქვენი ოცნებების აღსრულების კოსმიურ განყოფილებაში. მჯერა, შეუძლია, ისეთი ყოჩაღია.
#მცანარემიცის ამ ჰაშტეგით იპოვით ხილმე ჩემებურად დანახულ მცენარეების ამბებს.
Comments
Post a Comment