"საბჭოთა სუბტროპიკები" . ინტროდუცირება I
დაახლოებით 100 წლის წინ, „საბჭოთა სუბტროპიკებში“, როგორც მაშინ უწოდებდნენ საქართველოს შავი ზღვის რეგიონებს, დაიწყო სასოფლო-სამეურნეო კულტურების გლობალური ჩანაცვლება. საბჭოთა სახელმწიფოს სჭირდებოდა ახალი კულტურები მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ლოკალიზაციისთვის რომ ჩაენაცვლა ძვირადღირებულის იმპორტი. მოგიყვებით რამ იმუშავა და რა აღმოჩნდა წარუმატებელი ექსპერიმენტი.
ყვავილწვრილა / Solidago canadensis
საბჭოთა კავშირს, რომელიც ინდუსტრიალიზაციის გზას დაადგა, ბევრი ახალი მასალა სჭირდებოდა. საზღვარგარეთიდან შემოტანა ძვირი ღირდა, ამიტომ უნდა მოეძებნათ ისეთი რამ, რაც შეიძლებოდა ქვეყანაში გადგმულიყო. ამრიგად, 1930-იან წლებში სსრკ-მ დაიწყო კაუჩუკის შემცველი მცენარეების - ძვირადღირებული და საჭირო რეზინის და გუტაპერჩას წყაროების ძებნა. ექსპედიციების წყალობით აღმოაჩინეს ორი მცენარე ტაუ-საღიზი და კრიმ-საღიზი - სსრკ-ს ტერიტორიაზე რეზინის შემცველი ადგილობრივი სახეობები, მაგრამ ეს მცენარეები არც თუ ისე მომგები აღმოჩნდენ. შემდეგ საბჭოთა ხელისუფლება ეგზოტიკას მიმართა: აფხაზეთის ტერიტორიაზე გაჩნდა "სოვხოზები" გუაულის ( ბუჩქი ამერიკის კონტინენტიდან) და ევკომიას (ჩინეთი) მოსაშენებლად. ოჩამჩირის რაიონში დიდი მეურნეობა შეიქმნა სადაც ექსპერიმენტული ნიმუშების დარგვა მიმდინარეობდა. დროთა განმავლობაში, რეზინის წარმოება სხვა გზები გამოიძებნა და ამ მცენარეების გაშენების საჭიროება გაქრა. თუმცა, ევკომიას პოვნა აქა-იქ ახლაც შეიძლება. აი სხვა კაუჩუკის შემცველ მცენარესთან საკმაოდ ულამაზო ისტორია მოხდა.
1930-იან წლებში აფხაზეთში გაჩნდა "კაუჩუკპრომხოზი No7". მისი ერთ-ერთი ამოცანა იყო კანადური ყვავილწვრილას (ან რუსულიდან კალკურებული "ოქროსწვერის") შემოტანა. დაბალი ბალახოვანი მცენარე, რომელიც პოტენციურად შეიძლება გახდეს რეზინის წყარო. იმ წლების გაზეთები სავსე იყო ისეთი სათაურებით, როგორიცაა "რეზინი ოქროს ყვავილებში". მეცნიერები ექსპერიმენტულ ნარგავებს აწარმოებდნენ, მაგრამ ირკვევა, რომ ყვავილწვრილას გამოყენებაც არ აღმოჩნდა მომგებიანი. მცენარეს სიამოვნებით დაივიწყებდნენ, მაგრამ ის აღმოჩნდა საშინელი სარეველა. ყვავილწვრილას ერთი ყვავილი აწარმოებს 40000-მდე მსუბუქ თესლს, რომელსაც ქარი დაატარებს ძალიან დიდ მანძილებზე. ამიტომ მცენარე შეუზღუდავად "გარბის" "სავხოზის" ტერიტორიიდან და იწყებს გაფართოებას. და თუ სსრკ-ს აგრალური წესრიგის პირობებში სარეველას მეტნაკლებად აკონტოლებდენ, დაშლის შემდეგ ყვავილწვრილამ შეავსო აფხაზეთის მთელი სასოფლო-სამეურნეო მიწები, გადმოვიდა სამეგრელოში, შეუტია იმერეთის დაბლობს და მიაღწია ქართლ-კახეთამდე.
ახალზელანდიური სელი / Phormium tenax
ახალზელანდიური სელი არის მაღალი ბალახოვანი მცენარე, რომელიც ფართოდ გამოიყენება ლანდშაფტის დიზაინში. წვრილი მარადმწვანე ღეროების წყალობით, მცენარეს ხშირად იყენებენ გამწვანებისთვის. 1930-იან წლებში ეს მცენარე ფართოდ გამოიყენებოდა მსუბუქ მრეწველობაში და ცდილობდნენ მისი პლანტაციების დაარსებას შავი ზღვის სანაპიროზე (ჰექტარზე 20 ტონა მწვანე მასა, რაც უდრის 3,2 ტონა ბოჭკოს). ამიტომაც შეარქვეს "სელი". უდაოდ, რომ მისი ბოჭკოები საოცრად ძლიერია: ახალი ზელანდიის მაორის ტომები მისგან ქსოვდნენ არა მხოლოდ ტანსაცმელს, არამედ იალქნებსაც. აქ მას იყენებდნენ თოკისა და კანაფის დასამზადებლად. მე-19 საუკუნის ბოლოს ევროპაში ამ პირობითად სელის ბოჭკოების წარმოება დიდი რაოდენობით დაიწყო, ხოლო პლანტაციებს აშენებდნენ ევროპის ყველა სუბტროპიკულ რეგიონში. თუმცა, ახალზელანდიური სელისგან დამზადებული ტანსაცმელი არც თუ ისე გამძლე აღმოჩნდა - საპნით რამდენიმე რეცხვის შემდეგ ქსოვილი იშლებოდა. წარმოება შემცირდა და დროთა განმავლობაში პლანტაციებიც განადგურდა. სხვათა შორის, ისეთი ცნობილი მცენარეები, როგორც იუკა ან აგავა, ასევე შემოტანილი იქნა სპეციფიკური სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის: მათი გამოყენება ბოჭკოს მოპოვებისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ შეეშვნენ და დეკორატიული მცენარეების ჯფუფში გადაინაცვლეს.
პელარგონია / Pelargōnium
"საბჭოთა სუბტროპიკებში" მოყვანილ ყველა ეთერზეთოვან კულტურებს შორის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა გერანს(პელარგონიას) . სხვათაშორის აქ მოჰყავდათ და აწარმოებდნენ ევკალიპტის, ტუბეროზას, ლემონგრასის, ბერგამოტის მწარე ფორთოხლის, ლავანდის და სხვა ეთერზეთებს. ყველაზე მსხვილი გერანის პლანტაცია და ეთერზეთების საწარმო იყო გაგრაში ((совхоз им. III Интернационала) . საუკეთესო წლებში აქ ჰექტარზე 35 კილოგრამ გერანიუმის ეთერზეთს აწარმოებდნენ, საერთო რაოდენობა კი ათიათასობით ტონას აღწევდა. უკვე 1930-იან წლებში გაგრა გახდა ამ ძვირადღირებული ზეთის თითქმის მთავარი ექსპორტიორი ევროპაში.
რამი / Boehmeria nivea
რამი, ან ჩინური ჭინჭარი, ერთ-ერთი ყველაზე ღირებული სახეობაა ბოჭკოს წარმოებისთვის, რომელსაც შეუძლია ბამბის ჩანაცვლება. ფრანგებს, რომლებიც ებრძოდნენ ინგლისის მონოპოლიას ბამბაზე, განსაკუთრებით სურდათ რამის შესწავლა და მოყვანა. ჯერ კიდევ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს, რამის პირველი პლანტაცია ენგურზე გააშენეს და , სხვათაშორის, ფაბრიკაც ააშენეს. ამბობან, რომ ფრანგები ოდნავ შეცდნენ როცა იაფი მუშა ხელის იმედი გაუჩნდათ. ცხდია, ეს ფაბრიკა მალევე დაიხურა. მაგრამ რამი დარჩა და საბჭოთა იმპორტის ჩანაცვლების წლებმა მას მეორე სიცოცხლე მისცა: დაარსდა პლანტაციები (გეგმები მოიცავდა 60 000 ჰექტარს კოლხეთის დაბლობზე). უნდა ითქვას, რომ რამის ქსოვილი ნამდვილი საოცრებაა. ის ძალიან რბილი, აბრეშუმისებრია და რამის კქსოვილის გამძლეობა ყველა შექებას იმსახურებს. სსრკ-ს სოფლის მეურნეობის მრეწველობამ ვერ შეძლო რამის წარმოების ორი ძირითადი პრობლემის გადალახვა - თესლის მარაგის შენარჩუნება და წარმოების მომგებიანობა(ისევ ბრიტანელების ბამბა). ასე რამი დარჩა ჩინურ ეგზოტიკად და ამასთან ერთად ჩემ ერთ-ერთ სასოფლო-სამეურნეო ოცნებად.
პაპაია, ყავა და...
1955 წელს აფხაზეთის ტერიტორიაზე, მდინარე ცივწყაროზე, დაარსდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მთავარი ბოტანიკური ბაღის ბაზა. ყავის, კაკაოს და სხვა ეგზოტიკური მცენარეების გარდა, აქ დაიწყეს პაპაიას მოყვანა, რისთვისაც აშენდა დროებითი სათბურები (პატარა ხეებს აფარებდნენ ზამთრის სიცივეში). პაპაიას კულტივაციის მთავარი მიზანი იყო არა თავად ხილი, არამედ ფერმენტ პაპაინის წარმოება, რომელიც უნდა გამოეყენებინათ კოსმეტოლოგიაში (ზედმეტი თმის მოცილებისთვის), მედიცინაში (პაპაინის საფუძველზე იწარმოებოდა პრეპარატი ციროპაინი, რომელიც განკუთვნილი იყო თვალის დაავადებების სამკურნალოდ, აგრეთვე საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, შეშუპების წინააღმდეგ ). ასევე, „ხოლოდნაია რეჩკაზე“ დააარსეს პაპაინის ლატექსის წარმოება. მაგრამ რუსეთ-საქართველოს ომმა მთელი ეს საოცარი ძალისხმევა გაანადგურა. აქ ასევე მოყავდათ ყავა, კოკა, ლიჩი, ბატატი და პირველი პეკანი საქართველოში.
მიკოიანის აფხაზურ ანანასებზე და ბერიას სასოფლო-სამრეწველო ამბიციებზე მოგიყვებით მეორე ნაწილში.
ძალიან საინტერესო და აღქმადი ინფორმაციაა <3 მუდამ ველი თქვენს სიახლეებს
ReplyDelete