მცენარეული ნაკრებები და აქტიური ნივთიერებები
იცოდით, რომ სამკურნალო ბალახების ნაკრებში არაუმეტეს 5 მცენარის გამოყენება შეგიძლიათ? დიახ, მთელი ეს "საოცარი რეცეპტები" ინტერნეტიდან შეიცავს საფრთხეს თქვენი ჯანმრთელობისთვის. ზოგი ფიქრობს, რომ თუ კი მცენარეების გაჯანსაღებისთვის გამოყენების გამოცდილებას, ერთვის სიტყვა "ხალხური", ის აბსოლუტურად უსაფრთხოა. რატომღაც ხალხურ სიმღერას ყველა არ მღწრის და ითვალისწინებს ხმის, სმენის ან სხვა სიმღერისთვის საჭირო უნარების არსებობას. აი "ხალხურ მედიცინას", ანუ ადამიანის ჯანმრთელობას და მცენარეების ურთულესი შემადფენლობების უცოდინარად გამოყენებას ბევრი ადამიანი ცდილობს შესაბამისი უნარების გარეშე.
მაშ, შევთანხმდეთ : სამკურნალო მცანარეების ნაკრები ეფექტური და უსაფრთხოა თუ კი მასში არ შედის 5 მცენარეზე მეტი. მაგრამ პროფესიონალი ეცდება ეს რაოდენობაც შეამციროს სამკურნალო ან გამაჯანსაღებელი ნაკრების შედგენისას. აუცილებლად გასათვალისწინებელია თუ რამდენად მცენარეების ქიმიური შემადგენლობა ერთმანეთს შეეფერება, რომელი ნივთიერება იხსნება წყალში, რომელი რომელს ეხმარება, თრგუნავს, ანეიტრალებს , რათა "ჩაი" ნამდვილად გაჯერდეს სამკურნალო ან გამაჯანსაღებელი ეფექტით.
წლებია გავურბივარ საჯარო სივრცეში მცენარეების სამკურნალო თვისებებზე საუბარს და ვთვლი, რომ ეს ჩემი მხრიდან ჩემი საქმიანობის პატივისცემის და მისდამი პასუხისმგებლობის საკითხია. მაგრამ ბოლო დროს, სოციალურ ქსელებში მომრავლდნენ ვირტუალური ექიმბაშები და ისინი აშკარად უქმნიან საფრთხეს ადამიანების ჯანმრთელობას. ამიტომ დროა ავწიოთ თამასა და შევქმნათ სწორი , პოზიტიური გამოცდილება. დაიმახსოვრეთ, პატივცემულო ადამიანებო: ბუნება ეხმარება მხოლოდ მათ, ვინც მის ძალას პატივისცემით ებყრობა. ეს პატივისცემა გამოიხატება ფრთხილ, გააზრებულ, გონივრულ მიდგომაში.
სანამ მცენარეულ პრეპარატებზე ვისაუბრებდეთ, მინდა მოგითხროთ მცენარეების ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებზე: როგორ მუშაობენ ისინი და რა გამხსნელებში ვლინდებიან.
"ფიტოთერაპია" არის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსით მკურნალობის გაჯანსაღების მეთოდი, როცა ამ ნივთიერებების გააქტიურება მცენარეებიდან სხვადასხვა გამხსნელში ხდება. გამხსნელში შეიძლება ვიგულისხმოთ ადუღებული წყალი, ცივი წყალი, ორთქლი, ძმარი, ზეთი და ასე შემდეგ. ყოველი მცენარე და ყოველი მისი ნივთიერენა საჭიროებს სწორ მიდგომას. მცენარეული მადლის სარგებლობის აღქმისთვის, შევხედოთ, როგორ მოქმედებს მცენარეული აქტიური ნივთიერებები.
ძირითადი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები
ალკალოიდების თვისებები არაერთმნიშვნელოვანია, რადგან დღეისთვის ცნობილია მათი 100000-ზე მეტი სახეობაა და ყოველივე მათგანს განსხვავებული ფიზიოლოგიური ეფექტი აქვს. ბევრი ადამიანი სიტყვა "ალკალოიდს" შხამთან აიგივებს, რაც შეცდომაა. ავიღოთ, მაგალითად, ცნობილი კოფეინი, ის იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და აძლიერებს მას. თუმცა ალკალოიდ კოფეინის ეფექტის გასაძლიერებლად საჭიროა შავი პილპილის და გლუკოზის (შაქრის) დამატება. არაბულ-თურქული ყავა არის ამ ალკალოიდის გახსნის საუკეთესო მაგალითი, რადგან პილპილს თუ არა, იელს ამატებენ ყავაში საუკუნეების განმავლობაში. ჰო, ხშირად ამბობენ: დალიეთ არაუმეტეს 200 მლ. ყავა დღეში, რადგან ალკალოიდები სამკურნალოა, როდესაც ისინი ცოტაა, მაგრამ ბევრი ალკალოიდი უკვე შხამია. სწორია, თუმცა მთავარი მაინც რჩება ის, რომ 200 მლ ყავაში კოფეინის ზუსტი დადგენა თითქმის შეუძლებელია თუ კი არ ვიცით რამფენი ყავა იყო გამოჰენებული 200მლ გამხსნელში და რა წილი კოფეინი იყო იმ დამატებულ ყავაში. მაგრამ თუ ყავაზე და კოფეინზე თითქმის ყველაფერი ვიცით, ალკალოიდების შემცველ სამკურნალო მცენარეებზე ინფორმაცია აქვს მხოლოდ ვიქრო სპეციალისტებს. ალკალოიდი ყოველთვის არ ნიშნავს "შხამს", ის, ცხადია, სამკურნალოა და ბევრი თქვენთვის ცნობილი სამკურნალო მცენარეს შემადგენელია. თუმცა, ალკალოიდების შემცველი ყველა მცენარე არ არის შესაფერისი "ჩაისთვის"(ნაყენისთვის), რადგან გამხსნელში, ანუ წყალში მოპოვებული დიდი რაოდენობით ალკალოიდი შექმნის ტოქსიკურ ეფექტს. ასეთი მცენარეებიდან თანამედროვე მედიცინა ამზადებს მედიკამენტებს ალკალოიდების უსაფრთხო ზომიერი შემცველობით. ალკალოიდები გამოიყოფა (იხსნება) წყალში, გლიცერინში, ძმარში და ალკოჰოლში.
გლიკოზიდები - ხსნიან გონებრივ და ფიზიკურ გადაღლილობას;აფერხებენ მიკრობების ზრდას ან სულაც ანადგურებენ მათ; ხელს უწყობენ ნახველის გამოყოფას. იხსნებიან წყალში, გლიცერინში, ძმარში, რძეში და ალკოჰოლში.
კუმარინები - ასუსტებენ ან მთლიანად აღმოფხვრავენ სისხლძარღვების სპაზმებს და არეგულირებენ სისხლძარღვთა კედლების სპაზმებს, აღადგენენ გულისა და ტვინის ნერვულ ბოჭკოებს; ეფექტურად სპობენ სოკოვან კოლონიებს. თითქოს მშვენიერი თვისებები აქვთ კუმარინებს, ხომ?! მატი მიღება ექიმის გარეშე კატეგორიულად აკრძალულია მათთვის, ვისაც აქვს სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, ვინაიდან აქაც უმნიშვნელო რაოდენობა შეიძლება იქცეს ზე-დოზირებად. მაგალითად, ძალიან ბევრი კუმარინი არის ჩვეულებრივ სამყურაში. გახსოვდეთ ეგ ყოველთვის, როცა ვინმე შემოგთავაზებთ მცენარეულ ჩაის, რომელშიც სილამაზისთვის დამატებულია სამყურას ყვავილი. კუმარინები იხსნება ზეთში, გლიცერინში, ძმარში და ალკოჰოლში. არ იხსნება წყალში თუ კი არ არის სხვა თანმდევი აქტიური ნივთიერება.
ეთერზეთები - კლავენ ლპობის გამომწვევ პათოგენებს ღია ჭრილობებზე და ლორწოვან გარსებზე, ამცირებენ ანთებას და შეშუპებას ჭრილობის ირგვლივ; ააქტიურებენ სპაზმოლიზურ, სედატიურ და ნახველგამდენ ეფექტებს. იხსნება ზეთში და ალკოჰოლში.
ფისები - მოქმედებენ როგორც ჭრილობების სამკურნალო და სადეზინფექციო საშუალებები. მსგავსი აქტიური ინგრედიენტების მქონე სხვა პრეპარატებთან ერთად მიღებისას ფისები ამცირებენ მათ ეფექტურობას შეწოვის შემცირების გამო. აი ეს ინფორმაცია არის მნიშვნელობანი მალამოების დამზადების მსურველებისთვის. იხსნება ცხელ ზეთში და ალკოჰოლში.
მთრიმლავი ნივთიერებები - მწვავე მოწამვლისას ამცირებენ ბაქტერიების გამრავლებას და შხამიანი ნივთიერებების შეწოვას, იცავენ ლორწოვან გარსს; მოქმედებენ როგორც ორგამოების ანთების საწინააღმდეგო აგენტები. იხსნებიან წყალში, გლიცერინში, ძმარში და ალკოჰოლში.
ვიტამინები - აძლიერებენ იმუნურ სისტემას, არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლას. თუმცა იხსნებიან მხოლოდ ორგანულ ცხიმებში და ცხიმოვან მჟავებში. ამიტომ მცენარეებიდან ვიტამინების მიღება ძალიან რთულია. ყოველ შემთხვევაში , როცა საუბარია "ვიტამინიზირებულ ჩაებზე" გახსოვდეთ, რომ ეს უაზრო სიტყვათა წყობაა.
საპონინები - ხელს უწყობენ ნახველის გამოყოფას; მოქმედებენ როგორც შარდმდენები, შესაბამისად შეუძლიათ არტერიული წნევის დაწევა, ღვიძლის ფუნქციის აღმდგენი და მატონიზირებელი ნივთიერებები; საპონინები ეფექტურია ათეროსკლეროზის სამკურნალოდ, სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. იხსნებიან წყალში, გლიცერინში და ალკოჰოლში.
მწარე ნივთიერებები - წარმოქმნიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საჭმლის მომნელებელი წვენების ჯირკვლოვანი უჯრედებს, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს; ძლიერი ანტიბაქტერიული თვისებები. იხსნებიან წყალში, გლიცერინში, ძმარში და ალკოჰოლში.
ფლავონოიდები - ზრდიან კაპილარების კედლების გამძლეობას, ახდენენ სისხლის ნაკადის ნორმალიზებას, ხსნიან სისხლძარღვთა კედლის სპაზმებს და თავის ტკივილს; ხელს უწყობენ ჭრილობების შეხორცებას. ფლავანოიდები სწრაფად იჟანგებიან ჰაერზე და ეს არის გასათვალისწინებელი მცენარეების შეგროვება- მომარაგების დროს. ფლავონოიდების ზოგიერთი ჯგუფი ტოქსიკურია და გავლენას ახდენს ღვიძლზე, ამიტომ მათთან სიფრთხილე გმართებთ. იხსნებიან წყალში და არაყში (50 გრადუსამდე გაზავებულ სპირტში).
ორგანული მჟავები - ანადგურებენ ბაქტერიციდულ ორგანიზმებს; აძლიერებენ სანერწყვე ჯირკვლების მუშაობას და ნაღვლის აქტიურ გამოყოფას, აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას; სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.
პოლიფენოლები - აფერხებენ მავნე ბაქტერიების ზრდას, ხელს უწყობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ცხიმოვანი მჟავების გამომუშავებას; ამცირებენ ანთებას და შეშუპებებს.
ასე და ამგვარად, როდესაც მცენარეების სამყაროს ვეცნობით, მცენარეების სამკურნალო თვისებებზე ჭორაობას არ უნდა დავეყრდნოთ. არ შეიძლება მცენარეების და მით უდრო მათგან საეჭვოდ შექმნილი ნაკრებების უკონტროლოდ მიღება მხოლოდ იმიტომ, რომ ეს დაიწერა სადმე ფეისბუკის ჯგუფში. არ შეიძლება მცენარეების გაერთანება ნაკრებებში თვითნებურად. არ შეიძლება ასეთი "რეცეპტების" ტირაჟირება თუ კი ეს არ არის უშუალოდ თქვენი საქმიანობა.
შემდგომში (როგორც დღემდე) მცენარის აღწერისას მის ქიმიურ შემადგენლობას მივუთითებთ, რათა ნათლად დაინახოთ სურათი, გაიგოთ, რა გამხსნელში (წყალი, ზეთი, ძმარი, ალკოჰოლი) შეიძლება იპოვოთ აქტიური ნივთიერებები და ზოგადად გიხდებათ თუ არა მცენარეული მასალისგან დამზადებული ნაკრებები სამკურნალო მიზნებისთვის.
ექსტრაქტის და ნაკრებების მომზადებისას არ უნდა ავურიოთ საპირისპირო ეფექტის მქონე მცენარეები, მაგალითად, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი.
ნუ აქცევთ ბუნების მადლს იარაღად საკუთარი ჯანმრთელობის წინააღმდეგ. მით უფრო ნუ აზიანებთ "კეთილი ძრახვებით" სხვა ადამიანებს.
სასარგებლო შემეცნებას გისურვებთ!
გამოიწერეთ ბლოგი, აქ ბევრს გიყვებით ბუნებასთან სასარგებლო ურთიერთობებზე.
Comments
Post a Comment