შემგროვებლობა არ არის უბრალოდ ჰობი ან გართობის კიდევ ერთი ხერხი. შემგროვებლობა არის კარი სულ სხვა წესებით განპირობებულ ცხოვრებაში. როცა შენ იმყოფები ტყეში, მარტო და გესმის უჩვეულო ჭრაჭუნი ან გუგუნი და არ გეშინია , არამედ მთელი შენი არსი ზავდება ამ ხმებში. შენ ხდები ამ შემოგმედების განუყრელი ნაწილი , გარემო კარგავს ჩვეულ "საუცხოო" იერს , ხაზები და საზღვრები გადარეცხილია და ეს სამყარო გიტაცებს მთლიანად. არა გონებით, არა შეგნებით , არამედ შეგრძნებით ხდები მისი ნაწილი . შენ ხვდები , რომ ეს არის სანათესაო კავშირი , ხოლო შენი ქმედებები და უბრალო დასწრება ავსებენ მთლიან სურათს.
ადრე თუ გვიან შენ დაიწყებ კანონზომიერების აღქმას . შენ ამოიკითხავ ველურ ყვავილებს ისევე ,როგორც შეყვარებულის სახის გამომეტყველებას. შენ შორიდან მიხვდები ველური კენკრის წლევანდელ მოსავლიანობას და იმას თუ რამდენად სუსხიანი იქნება ზამთარი. შენ შეამჩნევ მშიერ ფრინველებს , რომლებიც ნადირობენ კენკრაზე და გაგიხარდება ,რომ ეს კენკრა მათთან გასაყოფია. შენ აღარ გეწყინება , როცა ფრინველი შეგიჭამს მთელ ხურტკმელს ნაფერები ბუჩქიდან , რადგან შეამჩნევ იმასაც , რომ ყველაზე მსხვილ კენკრის მძივს არ მიეკარა. სენ მიხვდები ,რომ სხვაც არის დამოკიდებული ამ ძვირფასეულობაზე და არ დაგენანება. შენ დაუტოვებ გემრიელ საკვებს სხვასაც , ზუსტად ისე , როგორც უტოვებ გემრიელ საჭმელს ოჯახის წევრებს.
როცა ეს დაგემართება- მოიპოვებ ყველაფრის უფლებას , რადგან უკვე იცი თუ როგორ უნდა მოიქცე ოჯახში. იცი, როგორც უკვე ვთქვი , შეგრძნებით და არა შეგნებით.
როცა თავს იგრძნობ სახლში , ყველაფერი შენს გარშემო დალაგდება ზუსტად ისე , როგორც შენთვის იქნება მოხერხებული. მე ხშირად მინატრია ,რომ რომელიმე ველურ მცენარეს მოეკიდა ფეხი ჩემს სიახლოვეს. ვაგროვებდი მათ თესლს რათა მომეპნია საკუთარ ტერიტორიაზე , შემდეგ მავიწყდებოდა შემოდგომაზე ამ თესლის მოპნევა , მაგრამ გაზაფხულზე ნანატრი მცენარე მაინც ჩნდებოდა ჩემს სიახლოვეს. ასე მოიქცა ფარსმანდუკი. მე ვნატრობდი მენახა ფარსმანდუკი დილით ჩემს ფანჯრებთან და ერთ მშვენიერ გაზაფხულს შევამჩნიე ის უხვი რაოდენობით სახლთან. ჩემი ფარსმანდუკი არის გამორჩეული - ის ბევრად მაღალია და აქვს საოცრად დიდი ყვავილადი. ბევრად დიდია და სურნელოვანი , ვიდრე ის ,რომელიც იზრდება აქვე, ღობის გაღმა. ჩემი ტუხტიც არავის დაუთესავს აქ და მაჟალოც მოვიდა თავისით. შესაძლოა იმიტომ , რომ ყოველივეს ხშირად ვუტრიალებდი ტყეში და ერთხელაც მოვიყვანე ფეხსაცმლის ძირებით აქამდე.
 |
ფარსმანდუკი ჩემს ფანჯრებთან |
და მაინც , ნებისმიერ დროს, როცა მაქვს ამის საშუალება , მე გავდივარ ტყეში. ზამთარში და ზაფხულში , გამთენიისას და ღამით - აქ ყოველთვის შეგხვდება რამე ისეთი , რასაც მოწიწებით წამოიღებ . როცა მე მიფუჭდება ნაყიდი კომბოსტო მაცირვრის ბოლო თაროზე , მე ყოველგვარი ნამუსის ქენჯნის გარეშე ვაგდებ მას კიმპოსტში , მაგრამ სვინტრი, რომელიც მოვიპოვე ჭაობთან იქნება ბოლომდე გამოყენებული. მე მოვუძებნი საქმეს თითო მის ფოთოლს და ულვაშს , იმიტომ რომ მინახავს თუ როგორ იწნება ამ სვინტრისგან სიცოცხლის ფარდაგი. ასეთი დამოკიდებულება მაქვს ყველაფერთან რაც მომაქვს ტყიდან იქნება ეს ქარვად ქცეული ხის ფისი , ფესვი, რომელიც შემთხვევით ამოვგლიჯე თუ რომელიმე მცენარეს ერთი დანახვით გამოუსადეგარი გადამხმარი ღერო.
რა თქმა უნდა , არის შემთხვევები , როცა ყველაფერი არ მიდის გეგმის მიხედვით და სადმე ზურჩანთაში არასწორად გიხმება საყვოთალოს ძვირფასი კონა ან გიობდება რომელიმე მცენარეს ფესვი. ყველა უშვებს შეცდომას და ყველა სწავლობს საკუთარ შეცდომებზე საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებს. მაგრამ ასევე ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას და იმას, რომ არ ვართ საერთო ბუნების სურათის მიღმა. მან დაგვხატა თავის ტილოზე საკმაოდ ხარისხიანი და მკვეთრი საღებავებით და ჩვენი არასრულყოფილებაც დეტალურად და სიყვარულით გამოიყვანა ხატვისას. მას უნდა რომ ავყვეთ შემოქმედებაში. შემოქმედება არის ის , რითიც დაგვაჯილდოვა ევოლუციამ. ჩვენ ვსწავლობთ ცეკვას სამყაროსთან სინქრონში და ეს არის შემოქმედება.ჩვენ ვსწავლობთ აღვადგინოთ მეგობრობა მცენარეებთან და ამისათვის გვჭირდება შემოქმედება. ჩვენ ვსწავლობთ ამ კავშირის აბლაბუდას ახქმას და ეს არის შემოქმედება.
მე მიჭირს სიტყვებით ახსნა იმისა, თუ რამდენი რამ მომცა შემგროვრბლობამ. მე ხშირად მიჭირს ადამიანისთვის იმის ახსნაც , რომ დაავადებებისგან სამკურნალო მცენარეების მიღებაზე ეფექტურად კურნავს მათთან კავშირის დამყარება და რომ საუკეთესო ბუნებრივი საშუალება არის საკუთარი ბუნების აღქმა. კაცობრიობამ მოუყვა საკუთარ თავს გამოგონილი ისოტრია, სადაც ჩვენ თავად არის ძლიერი და ჭკვიანი , ხოლო ბუნება ჩვენგან განსხვავებული. სადაც ჩვენ ვართ ზე-სამეფო.
ჩემი მცენარეებზე წერის ერთერთი მიზეძი არის მცდელობა რაც შეიძლება ვრცლად იმ სიყვარულის გაზიარების, რომლითაც ვუყვარვარ ბუნებას. მე რომ მიყვარს გასაგებია, მაგრამ საყურადო და უფრო სასარგებლოა მისი სიყვარული. და როცა ვინმეს უყვარხარ ის გიცავს , და ცდილობს დაამყაროს ჭეშმარიტი და გულრწფელი კავშირი. ჩვენ შეგვიძლია შევუწყოთ ხელი მათ ვისაც ვუყვარვართ იმის ნაცვლად, რომ წავიკითხოთ ერთი- ორი სტატია რომელიმე მცენარეს სასარგებლო თვისებებზე და ჩავარდეთ პატივმოყვარეობაში და ხიბლში ,რომელსაც ვარქმევთ სიყვარულს ბუნებისადმი.
 |
ფშავის ტყე გამთენიისას |
გამომყევი ტყეში. მომეცი ნება განახო და დაგარწმუნო , რომ ცვარის წვეთები აბლაბუდაზე ბზინავენ ბრილიანტებზე უკეთ, რომ სწორედ ამ წვეთების ბზინვარების ძებნაში შეიყვარა ადამიანმა ქვა , რომელსაც ჯერ მისცა ცვარის ბზინვარება, შემდეგ კი მიანიჭა ღირებულება ფასის ნაცვლად. მომეცი ნება გაგიყვანო ღრმა, რთული, ცივი და ნოტიო სურნელების სამყაროში, და გაგახსენო რის აღდგენას ცდილობენ პარფიუმერები. მომეცი ნება გაგასინჯო ჭაობის ილის ღერო და მიხვდები რატომ გვიყვარს ადამიანებს ნაყინის ტექსტურა. შესაძლოა შემდეგ მისცემთ ნებას ბუნებას უყვარდეთ. შესაძლოა გაიხსენებთ ,რომ თქვენი სული ამ ტევრიანი ადგილებიდანაა. შესაძლოა დაინახავთ , რომ ტევრი სავსეა სილამაზით და ჯადოქრობით ყოველ ნაბიჯზე და ერთადერთი , რაც გჭირდებათ ამ ჯადოქრობის დაუფლებისთვის - გახსნილი გული და ცოტაოდენი მოწყვლადობაა.
სამყაროს ახსოვხარ. ის დაგხვდება , როცა შენ დაბრუნდები სახლში.
 |
ჩვენი სახლი ტყის პირას |
ინგა, უბრალოდ ვმუნჯდები,თვალებით ხარბად ვკითხულობ,ვისრუტავ და არ მინდა დასრულდეს.
ReplyDeleteმადლობა მადლობა მადლობა ❤️🥰☀️☀️🙏🙏
საოცრად წერთ, ყოველთვის უდიდესი სიამოვნებაა თქვენი სტატიების კითხვა 🥰🥰
ReplyDeleteგთხოვთ, იყავით ჩემი ოსტატი... 🤍🌸
ReplyDeleteმადლობა🚀🔆✌ იმ ეტაპზე ვარ როცა 3-4 ცალ ყვავილს ვცნობ მხოლოდ.:)))
ReplyDeleteკარგია ძალიან, მადლობა!
ReplyDeleteყველაზე კეთილშობილი ჯადოქარი ხარ რაც აქამდე მსმენია. მჯერა რომ მართლა მამაშენია ვაჟა....ერთ ენაზე, ერთი გრძნობით, ერთი ემოციით გველაპარაკებით ორივე და ცდილობთ ჩვენი თვალის ახელას🙏🙏🙏🙏💝💝
ReplyDeleteიმიტომაც გეძახი ჯადოქარს. ოღონდ კეთილ ჯადოქარს. ბუნება ძალიან მიყვარს, მაგრამ ასეთ დონეზე მის შეგრძნებას განსაკუთრებული ადამიანები ახერხებენ. დიდხანს და ბედნიერად იყავით თქვენს სანუკვარ ტერაში.
ReplyDelete🥰🥰🥰🥲🥰
ReplyDelete