სედერის თეფში და დილის პირველი ყავის ყლუპი მარწყვის აჯიკის თანხლებით
ერთერთი , ყველაზე უკეთ ინტუიციაზე დამყარებული ხერხი რომლის მეშვეობით ჩვენ განვსაზღვრავთ საკუთარ ისტორიას , მიწიერ სიამოვნებას , ვნებებს , ტკივილს თუ სიხარულს -არის საკვები რომელსაც ვანთავსებთ თეფშზე. მაგალითისტვის ავიღოთ ებრაული ფესაჰის სედერის თეფში , რომლითაც ისინი იწყებენ ოჯახებში თავისი მთავარი დღესასწაულის აღნიშვნას. ეს სედერის თეფში დაყოფილია ტიხრებით სხვადასხვა პროდუქტისთვის , ძალიან პატარა პორციებისთვის . ამ პატარა პორციებს აგემოვნებენ ძალზე სპეციფიური რიტუალური მნიშვლელობით , რათა კიდევ ერთხე მოუყვნენ ბავშვებს და თავად გაიხსენონ საკუთარი ხალხის ისტორია. ეს ყოველწლიური გამოცდილება ახსენებს სუფრასთან მყოფებს თუ ვინ არიან ისინი , რისთვის იბრძვიან , რა აერთიანებთ და რა გადაიტანეს თანაზიარად თავისი საზოგადოების არსებობისთვის.
მე ვარ ებრაელი მხოლოდ ნახევრად. ეთნიკური ებრაელი და არა იუდეველი , მაგრამ ყოველთვის სიამოვნებით ვუსმენ და ვიაზრებ ამ სიმბოლურ ფენებს ჩემი ნათესავების ოჯახში . სულ რაღაც ექვსი პატარა სედერის განყოფილება-ლამბაქი , ექვსი განსხვავებული საკვებით და ყოველივე თავის ერთ ამბავს ყვება- ღაღადი მსხვერპლის , მონობის სიმწარე , ურთულესი შრომის მთრიმლავი გემო, დანაკარგი ცრემლებამდე მჟავე , ნება , მიუღებლობა და თავად ღვთაებრივი ძალა. ეს რიტუალი ახსენებს ებრაელებს მათ ისტორიას და ამყარებს კავშირს წინაპრებთან , ასწავლის საკუთარი მემკვიდრეობის პატივისცემას და მადლიერებას დღევანდელი თავისუფლებისთვის.
და მიუხედავად იმისა , რომ სედერის თეფში საუკუნეების განმავობაში იყო უცვლელი , ის არ არის დაზღვეული ცვლილებებისგან . სხვადასხვა ახალი სიმბოლოები პოულობენ ადგილს ამ რიტუაშლი . მაგალითად , ფორთოხალი , რომელიც ასახავს შეუწყნარებლობას ქალისადმი .კი , დღეს ფორთოხალი არის ინკლუზიურობის სიმბოლო სედერის თეფშზე და ბევრი იუდეველი უთმობს მას ადგილს სარიტუალო სუფრასთან.
როგორი იწნებოდა თქვენი თეფში თუ კი ვინმე გთხოვდათ გამოხატოთ საკუთარი თავი ერთი თეფშის სერვირებაში? გთხოვთ ნუ მოექცევით სედრერზე მოყოლილი ამბის ზეგავლენის ქვეშ და ნუ დაიწყებთ რელიგიურ-პატრიოტული მენიუს შექმნას. მე თქვენს ინდივიდუალურ თეფშზე დაგისვით კითხვა. რომ დაგჭირდეთ თქვენი უნიკალური ისტორიის მოყოლა საკვების და გემოების , მცენარეების ან სერვირების მეშვეობით , როგორი იქნებოდა თქვენი თეფში? როგორ გამოხარავდით მასზე თქვენს გამარჯვებებს? ტკივილს? რა ისტორიას მოყვებოდით თქვენ საკუთარი სულის სიღრმიდან? ეს კითხვები უბრალოდ ინსპირაციაა მსჯელობისთვის. გულახდილად გეტყვით : ჩემს თეფშზე სხვა ცვალებას ინგრიდიენტებთან ერთად , ყოველთვის იქნება პური და ჭინჭარი . პური ,როგორც ოთხი სტიქიის გამაერთიანებელი მატერიალური სუბსტანცია. ჭინჭარი - მე . აუტანელი , აგრესიული დაცვით იქ , სადაც არც არავინ მერჩის და ამავდროულად გასაოცრად და განსაკუთრებულად მწვანე ,სასარგებლო . ეს არის ჩემი დიდი ისტორია. პატარა სხვადასხვა ისტორიები იწერება ყოველ დილით ყავის თანხლებით.
![]() |
სედერის თეფში და დილის პირველი ყავის ყლუპი მარწყვის აჯიკის თანხლებით |
აი მაგალითად დღეს ეს იყო ჭვავის პურის პატარა ნაჭერზე წასმული მარწყვის აჯიკა. . ჩემი მეგობრის მიერ დამზადებული აჯიკა. მეგობრის , რომელიც ყოველ დღე პირველი მესალმება ადამიანების სამყაროდან. მისი მარწყვის აჯიკა მას ჰგავს : საინტერესო , რთული სიღრმეებით , მრავალფეროვანი და ზედაპირზე ოდნავ აყოლილი სხვის წესებს . გადის ჩარცოების მიღმა , მაგრამ მაინც ჩარჩოების ფორმებში რჩება . ძალიან და მოულოდნელას უხდება მარწყვის აჯიკა დილის ყავას , როგორც ახალი დღის , ტონუსის , წამოწყებების სიმბოლოს აჯიკის ცინცხალი სიცხარე. მარწყვი ყოველთვის მარწყვია , საოცარი მეტიჩარა გოგო მუდამ ზეიმისთვის გამოწყობილი. თეფშზე ასევე მიდევს ბეგქონდარა , რომლის მომარეგებას ვაპირებ დღეს და ფშავის არაგვის მერე დაკალასებული ფესვის ფრაგმენტი . ბეგქონდარა სინათლის სიმბოლოა , დაკალასებული ნაპოტი არაგვის. ორივე არის ჩემს დღევანდელ სედერის თეფშზე. ჭინჭარი ? არა არ დამავიწყებია. ქოთანში პილეაა ( Pilea Pereromioide) , ან სხვანარირად " იაპონური მონეტა". კი , მე მიყვარს ყველაფერი იაპონური , მაგრამ მთავარი ალბათ ის არის ,რომ ეს პატარა პილეა ჭინჭრებთა ოჯახიდანაა. ანუ , ჭინჭარი მაინც მაქვს დღევანდელ სედერზე.
მაშ ასე , ჩემი დღევანდელი სედერის თეფში , ჩემი დღევანდელი ისტორია შედგება :
პურსა და ჭინჭრისგან
მარწყვის აჯიკისგან ,რომელზეც საჭიროზე მეტი მოვყევი
ყავისგან , რომელიც ახალი დღის სწორად დაწყების სიმბოლოა
ბეგქონდარასგან , რომელიც სინათლეა
და არაგვისგან , რომელთანაც ამ წუთას მიისწრაფის ჩემი გული.
ამით დავამთავრებ და მეც გავყვები გულს არაგვზე.
და თქვენი სედერის თეფში როგორია? მომიყევით .
და მადლობა ,რომ ჩემთან ერთად დალიეთ დილის ყავა.
დილა მშვიდობის,აბი☀️🙏
ReplyDeleteყავას მოგვიანებით ვიკეთებ სამსახურში,ფისოების დაპურების,ზღვის და მზით დატკბობით,15-20 წუთი,სანამ სამსახურში მივალ.მადლობა სამყაროს მადლობა შენ🥰☕☕
კიიიი, თუ ერთხელ მაინც აჭმევ ფისოს ყავამდე , ვერასოდეს ვეღარ აცდები მაგ რიტუალს. ჩემი ნამუსის მზერით მიყურებს . ბევრი სიკეთე თქვენ
ReplyDeleteტექსტის ჩასწორება გადავწყვიტე, როგორც მჩვევია, ჩუმად, მესენჯერში გაზიარებით და, შენ გაიხარე, დავანებე თავი 😀 ასე უფრო ლაღია და უჩარჩოო 🥰
ReplyDeleteანონიმური რატომ დამიწერა? მე, ნოშრევანს კი არადა, მაიას, მუხრანის სიამაყეს?? 🙂😀
ReplyDelete